Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრი ნოდარ ლომინაძე კარიერას პორტუგალიური ეშტორილიდან ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს.
24 წლის ფეხბურთელი ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტს 2+1 სისტემით გააფორმებს მას შემდეგ, რაც ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ინფორმაცია ინსტაგრამის საკუთარ პროფილზე თავად ნოდარ ლომინაძემაც გააზიარა.
ქართველი ნახევარმცველი 2025 წელს პორტუგალიურ ეშტორილში დინამო თბილისიდან გადავიდა, მანამდე კი იჯარის წესით გაგრაში, სამგურალსა და დილაში ასპარეზობდა.