2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიულ სიახლეს გვთავაზობს.
ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტურნირის გამარჯვებული გუნდის წევრები, ტრადიციულ ოქროს მედლებთან ერთად, ამერიკული სტილის საჩემპიონო ბეჭდებს მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება მასპინძელი ქვეყნების- აშშ-ს, კანადისა და მექსიკის სპორტული კულტურის პატივისცემას უკავშირდება.
საჩემპიონო ბეჭდები დიდი ხანია ამერიკული NFL-ისა და NBA-ის მთავარი სიმბოლოა. სულ დამზადდება 2026 ცალი ლიმიტირებული და დანომრილი ბეჭედი. აქედან 30 ექსკლუზიურ ბეჭედს ჩემპიონი გუნდი მიიღებს, ხოლო დარჩენილი 1996 ცალი გაყიდვაში ჩაეშვება. ბეჭდის ერთ მხარეს მსოფლიო თასის ემბლემა იქნება გამოსახული, მეორე მხარე კი ფეხბურთელის სახელითა და ნაკრების სიმბოლიკით პერსონალიზდება.
ფინალის დასრულებისთანავე, ჩემპიონი გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი დროებით ბეჭდებს მიიღებენ, რის შემდეგაც თითოეული მოთამაშისთვის პერსონალური ბეჭდები დამზადდება. ისტორიაში პირველი საფეხბურთო ბეჭდების მფლობელი კვირას, ესპანეთისა და არგენტინის ფინალის შემდეგ გამოვლინდება.