ფრანგული სტრასბურგის 23 წლის თავდამსხმელი, ხოაკინ პანიჩელი, მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
პანიჩელი, რომელიც 16 გოლით ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირია, ტრავმა საერთაშორისო შეკრებაზე ყოფნისას მიიღო. არგენტინა მავრიტანიას უნდა შეხვდეს, თუმცა სტრასბურგის ფორვარდი განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ სერიოზული ტრავმა ჰქონდა.
ტრავმაზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ პანიჩელის მუხლის ჯვარედინი იოგის დაზიანება აქვს. სტრასბურგი მისი ლიდერის ტრავმაზე უკვე ინფორმირებულია. ეს ნიშნავს, რომ პანიჩელი ლიგა 1-ის სეზონის ფინალურ ეტაპსა და ასევე მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს.
ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის სტრასბურგს თავდასხმის ხაზში, მაშინ როცა გუნდი ევროპულ ტურნირებზე გასვლისთვის, ასევე საფრანგეთის თასისა და კონფერენს ლიგის მოგებისთვის იბრძვის.