-
Aa
+
ფონტის ზომა
პირველი ერთმატჩიანი დღის შემდეგ, დღეს ერთბაშად სამი მატჩი გაიმართება და სამი საფეხბურთო გრანდი შეეცდება 1/8 ფინალში გასვლას. ბრაზილია, გერმანია და ნიდერლანდები.
პირველ ტურში მაროკოსთან უღიმღამო (1:1) მატჩის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ თავისი დასკვნები გამოიტანა, შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ამან აშკარად გაამართლა - იგორ ტიაგოს ნაცვლად დაყენებულმა მათეუს კუნიამ გუნდს სულ სხვა იერსახე შესძინა, რაც ჰაიტის და შოტლანდიის განადგურებებსა და ჯგუფში პირველ ადგილში გამოისახა.
იაპონია ტურნირზე რამდენიმე ლიდერის ნაცვლად ჩამოვიდა, თუმცა მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჯგუფური ეტაპი წაუგებლად, 5 ქულით დაასრულა.
ოქტომბერში ამ გუნდებს შორის გამართული ამხანაგური მატჩი გვპირდება, რომ დღესაც საინტერესო დაპირისპირება გველის - საკუთარ მიწაზე აზიელებმა 3:2 იმარჯვეს და ისტორიაში პირველად შეძლეს ბრაზილიის დამარცხება. მსოფლიო ჩემპიონატებზე გუნდების ერთადერთი დაპირისპირება 2006 წელს შედგა, როცა ბრაზილიამ 4:1 დამაჯერებლად მოიგო.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ წყვილში გამარჯვებული ნორვეგია/ კოტ'დიუვარის წყვილში გამარჯვებულზე გავა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია: ალისონი - სანტოსი, მარკინიოსი, მაგალაესი, დანილო - კაზემირო, გიმარაესი, პაკეტა - რაიანი, ვინისიუს ჟუნიორი, კუნია.
იაპონია: სუზუკი - იტო, იტაკურა, სეკო - ნაკამურა, კამადა, ტანაკა, სუგავარა - მაედა, უედა, დოანი.
ნაგელსმანის გერმანიამ პირველ ორ ტურში გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი, რის გამოც ეკვადორთან ექსპერიმენტების უფლება მისცა თვს და წააგო კიდეც.
პარაგვაი შემდეგ ეტაპზე ახალი ფორმატის წყალობით, მე-3 ადგილით გავიდა. 8 საუკეთესო მესამეადგილოსანში გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა და დღეს აშკარა აუთსაიდერია. ერთადერთი გამარჯვება ჯგუფში გუნდმა თურქეთის წინააღმდეგ მოიპოვა, როცა 10 კაცითაც შეძლო პირველივე წუთებზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება.
გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ - 2002 წლის მუნდიალის 1/8 ფინალში, სადაც გერმანიამ 1:0 ბოლო წუთებზე გოლით გაიმარჯვა, 2013 წელს კი ამხანაგური შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
ამ წყვილში გამარჯვებული საფრანგეთსა და შვედეთს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია: ნოიერი - ბრაუნი, რუდიგერი, ტა, კიმიხი - ნმეჩა, პავლოვიჩი - ვირცი, მუსიალა, სანე - ჰავერცი
პარაგვაი: ხილი - ალონსო, ალდერეტე, გ. გომესი, კასერესი - გალარსა, დ. გომესი, კუბასი, ალმირონი - ავალოსი, ენსისო.
1/16 ფინალების ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი და გამორჩეული დაპირისპირება, სადაც შანსები ალბათ სრულიად თანაბარია. ნიდერლანდებმა ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად გაიარეს და 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ, მაროკოს კი ამდენივე ქულა პირველი ადგილის დასაკავებლად მხოლოდ იმის გამო არ ეყო, რომ ბრაზილიამ უბრალოდ უფრო ბევრი გოლი გაიტანა.
იაპონიასთან ფრის შემდეგ, ნიდერლანდებმა ორივე მატჩი, ჯერ შვედეთთან და შემდეგ ტუნისთან დამაჯერებლად მოიგეს და კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ. მაროკომ კი ბრაზილიასთან ითამაშა ფრე, შემდეგ კი შოტლანდიას და ჰაიტის აჯობეს.
ამ წყვილში გამარჯვებული კანადაზე გავა, რომელმაც გუშინ სამხრეთ აფრიკა ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.
ნიდერლანდები: ვერბრუგენი - დუმფრისი, ვან ჰეკე, ვან დეიკი, ვან დე ვენი - გრავენბერხი, დე იონგი, რეინდერსი - მალენი, ბრობი, გაკპო
მაროკო: ბუნუ - ჰაკიმი, დიოპი, რიადი, მაზრაუი - ბუადი, ელ აინაუი - დიასი, უნაჰი, ელ-ჰანუსი - საიბარი.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები

