მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
Transfermarkt-ზე მოთამაშეების სატრანსფერო ღირებულებები განახლდა. ცვლილება შეეხო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებსაც, ჩვენი გუნდის 5 ფეხბურთელის ღირებულება გაიზარდა.
გიორგი მამარდაშვილის ფასმა 10 მილიონი ევროთი მოიმატა და 45 მილიონი გახდა.
მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა
გაძვირდა ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მფლობელი გიორგი მიქაუტაძეც, რომლის ღირებულებამაც 5 მილიონი ევროთი მოიმატა და ახლა 20 მილიონია.
ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაში დაუფასდა გიორგი ქოჩორაშვილსაც, რომელიც იქამდე 1 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი მისი ფასი 2.5 მილიონია.
მოიმატა მცველების - ლაშა დვალისა და ოთარ კაკაბაძის ღირებულებებმაც. დვალი ევრომდე 900 ათასი ღირდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი - 1.5 მილიონი ევროა. კაკაბაძის ფასმა კი 600 ათასიდან 1 მილიონ ევრომდე მოიმატა.
ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია რჩება, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 80 მილიონი ევროა, საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება.
1. ხვიჩა კვარაცხელია - 80 მილიონი ევრო
2. გიორგი მამარდაშვილი - 45 მილიონი ევრო
3. გიორგი მიქაუტაძე - 20 მილიონი ევრო
4. ოთარ კიტეიშვილი - 5 მილიონი ევრო
5. საბა ლობჟანიძე - 3 მილიონი ევრო
6. ზურიკო დავითაშვილი - 3 მილიონი ევრო
7. გიორგი ქოჩორაშვილი - 2.5 მილიონი ევრო
8. გიორგი ჩაკვეტაძე - 2.5 მილიონი ევრო
9. გიორგი გოჩოლეიშვილი - 2.5 მილიონი ევრო
10. გაბრიელ სიგუა - 2.5 მილიონი ევრო
ასევე აღსანიშნავია ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ღირებულებაც, რომელიც 5 მილიონი ევრო ღირს, თუმცა ის ეროვნული ნაკრების ბოლო განაცხადებში არ ხვდებოდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები