სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის იმედი აქვს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან მოლაპარაკებებში პროგრესს ოქტომბრის სანაკრებო შესვენების დროს მიაღწევს. კლუბმა საუბარი დაგეგმა მოთამაშის აგენტსა და სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას შორის.
კვარაცხელიას არსებული ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, თუმცა ვიქტორ ოსიმენთან მომხდარი ამბავი, რომელმაც გასულ ზაფხულში მისი გალათასარაიში იჯარით გადასვლა გამოიწვია, ნაპოლის აიძულებს ქართველთან ახალი კონტრაქტის დადება დააჩქაროს.
იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს თქმით, ნაპოლის სურს, რომ კიდევ ერთი ოსიმენის ნაირი სიტუაცია აირიდოს თავიდან.
მორეტოს ცნობით, შემდეგ კონტრაქტში შესაძლოა გამოსასყიდი პუნქტიც ჩაიდოს.
კვარამ 2024-25 წლების სეზონი კარგად დაიწყო. მან 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა სერია ა-ს 7 ტურში. ნაპოლი კი სატურნირო ცხრილს ინტერთან 2-ქულიანი, იუვენტუსთან კი 3-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები