UEFA ადასტურებს, რომ მადრიდის რეალისგან დიდი მოცულობის დოკუმენტაცია მიიღო, რომელიც ბარსელონას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ეხება.
საქმე უკავშირდება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას, ე.წ. „ნეგრეირას საქმეს“.
UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორებმაც მიიღეს აღნიშნული დოკუმენტები, რომლებსაც საქმის მიმდინარე განხილვის ფარგლებში შეისწავლიან და შეაფასებენ.
UEFA-ს მიერ დღეს ე.წ. „ნეგრეირას საქმესთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადების საპასუხოდ, მადრიდის რეალი აცხადებს:
,,UEFA-მ დაადასტურა, რომ მიიღო რეალის მიერ წარდგენილი საჩივარი და აგრძელებს გამოძიებას იმ თანხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბარსელონა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს უხდიდა.
ჩვენი კლუბის მიერ წარდგენილი საჩივარი მოიცავს დიდი მოცულობის დოკუმენტაციასა და მტკიცებულებებს უკიდურესად სერიოზული მოვლენების შესახებ, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს შეჯიბრების მთლიანობასა და მსაჯობის სისტემისადმი ნდობაზე.
რეალი მიიჩნევს, რომ ახლა, როდესაც UEFA-ს აღნიშნული დოკუმენტაცია აქვს, აუცილებელია გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად გაგრძელდეს მის სრულ დასრულებამდე, ხოლო შესაბამისმა ორგანოებმა დადასტურებული ფაქტების სიმძიმის გათვალისწინებით სათანადო გადაწყვეტილებები მიიღონ.
ჩვენი კლუბი გააგრძელებს UEFA-სთან აქტიურ თანამშრომლობას და მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმ მოვლენების გასარკვევად, რომლებსაც შეუთავსებლად მიიჩნევს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანი თამაშის პრინციპებთან, რომლებზეც ევროპული ფეხბურთი უნდა იყოს დაფუძნებული."