იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რაფინიას ტრავმა შეშფოთებას იწვევს - ბრაზილიელი ბარსელონაში ბრუნდება
ფეხბურთიფეხბურთი

რაფინიას ტრავმა შეშფოთებას იწვევს - ბრაზილიელი ბარსელონაში ბრუნდება

30 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მარჯვენა ბარძაყის კუნთში მცირე შეშუპების აღმოჩენის შემდეგ, რაფინია ინდოეთთან ამხანაგური მატჩის წინ ბრაზილიის ნაკრების შეკრებას ტოვებს.


თავდამსხმელი ბარსელონაში დაბრუნდება, სადაც დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა დაზიანების ზუსტი სიმძიმე დადგინდეს.


პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც რაფინიამ ავსტრალიის წინააღმდეგ ბრაზილიის ნაკრების ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.


შეხვედრა „სელესაოს“ გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა, რომლებმაც კუნთის დაზიანება გამოავლინა.


VIDEO: მე-2 ცდაზე - ბრაზილიამ უხვგოლიან მატჩში ავსტრალია დაამარცხა


ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ სიფრთხილის გამოჩენა გადაწყვიტა და თავდამსხმელი კარლო ანჩელოტის განკარგულებიდან გაათავისუფლა.


შესაბამისად, რაფინია ვერ მიიღებს მონაწილეობას ინდოეთის წინააღმდეგ 3 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაში და გუნდთან ერთად კალკუტაშიც არ გაემგზავრება.


CBF-მა ბარსელონას ფეხბურთელის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო განცხადება გაავრცელა:


„მას ჩაუტარდა გამოკვლევა, რომელმაც მარჯვენა ბარძაყის უკანა ნაწილში მცირე კუნთოვანი შეშუპება გამოავლინა.


სიფრთხილის მიზნით და გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად, ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობას დატოვებს. ინდოეთთან ამხანაგური მატჩისთვის მის ნაცვლად სხვა მოთამაშეს არ გამოიძახებენ.“


ახლა ყურადღება ბარსელონასკენ არის მიმართული. კლუბისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ რაფინიას გარკვეული დისკომფორტი აწუხებდა, რის გამოც ჰანსი ფლიკის გუნდის ერთ-ერთი კაპიტნის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს.


კატალონიის დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელი ბარსელონას სამედიცინო შტაბთან დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს.


მათი მიზანი ნაკრებში დასმული დიაგნოზის დადასტურება და ფეხბურთელის რეაბილიტაციისთვის საჭირო მკურნალობის განსაზღვრა იქნება.


ბარსელონამ თავდამსხმელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უკვე მოითხოვა და ნებისმიერი შესაძლო რისკის შემთხვევაში მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენას ითხოვდა.


კლუბისთვის მთავარი პრიორიტეტი რაფინიას ფიზიკური მდგომარეობის ზუსტად შეფასებაა, რის შემდეგაც გადაწყდება, როდის შეძლებს ის ჰანსი ფლიკის განკარგულებაში დაბრუნებას.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
ბრაზილია
რაფინია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"VAR-ი 100 წლის წინ რომ ყოფილიყო, მხოლოდ 2 ლიგა გექნებოდათ!" - ბარსას პასუხი რეალს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"VAR-ი 100 წლის წინ რომ ყოფილიყო, მხოლოდ 2 ლიგა გექნებოდათ!" - ბარსას პასუხი რეალს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფლიკის ტაქტიკური მასტერკლასი - როგორ გადაურჩა ბარსელონა ფიასკოს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფლიკის ტაქტიკური მასტერკლასი - როგორ გადაურჩა ბარსელონა ფიასკოს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესის ულტიმატუმი: რატომ გამოუცხადა რეალმა ბარსელონას ომი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესის ულტიმატუმი: რატომ გამოუცხადა რეალმა ბარსელონას ომი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ნუ მეთამაშები!" - ფერმინ ლოპესის სკანდალური გაძევება სათადარიგოთა სკამიდან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ნუ მეთამაშები!" - ფერმინ ლოპესის სკანდალური გაძევება სათადარიგოთა სკამიდან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

7 სთ წინ

"VAR-ი 100 წლის წინ რომ ყოფილიყო, მხოლოდ 2 ლიგა გექნებოდათ!" - ბარსას პასუხი რეალს

News image

2 სთ წინ

VIDEO: ფლიკის ტაქტიკური მასტერკლასი - როგორ გადაურჩა ბარსელონა ფიასკოს

News image

1 სთ წინ

პერესის ულტიმატუმი: რატომ გამოუცხადა რეალმა ბარსელონას ომი

News image

1 სთ წინ

"ნუ მეთამაშები!" - ფერმინ ლოპესის სკანდალური გაძევება სათადარიგოთა სკამიდან

კომენტარები

ლინკის დაკოპირება