ნეიმარის აზრით, საუდის არაბეთში გასამართი მუნდიალი შეიძლება ისტორიაში საუკეთესო გამოვიდეს.
საუდის არაბეთი 2034 წლის მუნდიალის ჩატარების ერთადერთი პრეტენდენტია.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც ცხოვრებაში მინახავს. მას აქვს ყველანაირი შანსი, რომ ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატად იქცეს.
ამ განაცხადში გაკეთებულია ყველაფერი, რაც ფეხბურთს სჭირდება. ორგანიზატორები ფიქრობენ ფეხბურთელებზე, რომ მათ მუნდიალის დროს ხანგრძლივი ფრენები და შორეული მგზავრობები არ დასჭირდეათ.
ეს სტადიონებსა და სასტუმროებს შორის მარტივ გადაადგილებას უწყობს ხელს, რაც ფეხბურთელებს საკმარის დროს აძლევს, რომ საუკეთესოდ მომჯობინდნენ და თავი ყველაზე კარგი კუთხით წარმოაჩინონ." - აღნიშნა ნეიმარმა.