ნეიმარს ბრაზილიის ნაკრების სათავეში კარლო ანჩელოტის ხილვა სურს.
ESPN-ს ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ახალ მწვრთნელთან მოლაპარაკებების პროცესს ზედმიწევნით ადევნებს თვალს და იმედი აქვს, რომ ანჩელოტისთან შეთანხმება მოხერხდება.
ანჩელოტის გარდა, მეორე ვარიანტად ნეიმარის ყოფილი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუში განიხილება, რომელიც ბრაზილიელს ალ ჰილალში წვრთნიდა, თუმცა, თავად ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული სწორედ იტალიელის დანიშვნაა.
ვინისიუსი და როდრიგო, რომლებიც ანჩელოტისთან ერთად რეალში უკვე წლებია მუშაობენ, ასევე არ მალავენ სურვილს, რომ ნაკრებში სწორედ იტალიელი სპეციალისტი დაინიშნოს.