ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩში გაძევების გამო ბოდიში მოიხადა.
ინციდენტი ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში, ბოტაგოფოსთან მოხდა.
75-ე წუთზე, მაშინ, როცა ნეიმარს გაფრთხილება უკვე ჰქონდა, ბრაზილიელმა მეტოქის კარში ბურთი ხელით შეიტანა. მსაჯმა გოლი არ ჩათვალა და 33 წლის ფეხბურთელს მეორე ყვითელი უჩვენა, რის შედეგადაც მოედნიდან გააძევა.
ნეიმარის გაძევებიდან 10 წუთში, ბოტაფოგომ გამარჯვების გოლიც გაიტანა და მატჩი მოიგო.
„შეცდომა დავუშვი, მაპატიეთ! დარწმუნებული ვარ, გაძევება რომ არა, სამ ქულას დავაგროვებდით. შეგიძლიათ, ეს წაგება მე მომაწეროთ." - წერს სანტოსის ფეხბურთელი სოც ქსელში.
გუნდი 20-დან მე-18 ადგილზე იმყოფება, ნეიმარს ბოლო 4 მატჩში არცერთი საგოლე ქმედება არ აქვს.
დიდი შანსია, ნეიმარმა თავისი მშობლიური კლუბის მაისურით აღარც ითამაშოს - შემდეგ თამაშს ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, შემდეგ კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პაუზაა, რომელზეც სანტოსი არ მონაწილეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ნეიმარს სანტოსთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, დიდი შანსია, ბოტაგოფოსთან მისი ბოლო მატჩი ყოფილიყო სანტოსის მაისურით.