ნიუკასლ იუნაიტედისთვის ბორნმუთთან მარცხი (1:2) კიდევ უფრო მტკივნეული ტრავმების გამო აღმოჩნდა.
ედი ჰაუ იძულებული გახდა, საკვანძო მოთამაშეები მოედნიდან გაეყვანა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ინგლისის ნაკრების მწვრთნელს, თომას ტუხელსაც აფორიაქებს.
ლუის ჰოლი შესვენებისას შეცვალეს, მოგვიანებით კი მოედანი ტინო ლივრამენტომაც დატოვა. გარდა ამისა, თეძოს ტრავმის გამო მატჩი სრულად გამოტოვა ენტონი გორდონმა, რომლის თამაში მომავალ კვირას არსენალთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ედი ჰაუმ დააზუსტა, რომ ჰოლის შეცვლა ტაქტიკური იყო, თუმცა ლივრამენტოსა და გორდონზე ინერვიულა:
თინოს დაკარგვა ჩვენთვის მძიმე დარტყმაა. ენტონის შემთხვევაში კი ჯერ არაფერია გარკვეული. არ მგონია, ტრავმა ხანგრძლივი იყოს, თუმცა მოასწრებს თუ არა არსენალთან თამაშს, ჯერ არ ვიცით
ნიუკასლისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხია, რის გამოც გუნდი მე-14 ადგილზე დაქვეითდა. ბორნმუთი კი, რომელმაც ანდონი ირაოლას ზაფხულში წასვლა დააანონსა, მერვე პოზიციაზე აინაცვლა.