VIDEO: ხორხელის დუბლი - ქართველების ტრნავა ევროპა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუკა ხორხელმა, სლოვაკეთის NIKE LIGA-ს საჩემპიონო ჯგუფის მე-6 ტურში, მიხალოვცეს წინააღმდეგ, დუბლი შეასრულა. მისმა სპარტაკ ტრნავამ 3:0 მოიგო.
ქართველმა შემტევმა, რომელმაც წინა ტურში გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავას გაუტანა (2:2), ტრნაველები საწყის 15 წუთში 2:0 დააწინაურა - ორივე გოლი თავით შეაგდო.
შედეგად, მიმდინარე სეზონში 5 გოლი მოაგროვა, მათგან 4 ბოლო 5 ტურში გაიტანა. ასევე, აქტივში 1 ასისტიც აქვს.
ხორხელი 55-ე წუთზე, 3:0-ზე შეცვალეს, სპარტაკის კიდევ ერთმა ქართველმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.
28 შეხვედრის შემდეგ, ქართველების გუნდს 47 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს - ამისთვის მე-2 ადგილზე გასვლაა საჭირო, რასთანაც ახლა დაშორება 5 ქულაა.
მე-2 პოზიციისთვის ბრძოლაში, უმნიშვნელოვანესი მატჩია მომდევნო ტურში, როცა სპარტაკ ტრნავა საკუთარ მოედანზე მიიღებს სწორედ მე-2 ადგილოსან დუნაისკა სტრედას, რომელშიც ცოტნე კაპანაძე და გიორგი გაგუა თამაშობენ.