თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მე-6 მედალი მოიპოვა.
-100 კგ. წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ საწყისი 2 შეხვედრა მოიგო, თუმცა 1/4 ფინალში რუს ნიაზ ბილალოვთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა.
შვეიცარიელ დანიელ აიხთან გამარჯვების შემდეგ, რეპეშაჟის ფინალში მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა, შესაბამისად, ბრინჯაოს მედალი სულამანიძეს ერგო.
ჩვენი გუნდის თვის ეს პირველი ბრინჯაოს და ჯამში მე-6 მედალია - ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.), ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (-90 კგ.) მოიპოვეს, ხოლო ვერცხლის მედალს გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) დაუფლნენ.
შეგახსენებთ, +100 კგ. წონით კატეგორიაში, მოგვიანებით ფინალურ შეხვედრაში იჭიდავებს გურამ თუშიშვილი, რომელიც ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
35 წლის კრპალეკი 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია (2016; 2020), 3-ჯერ ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული და 2-ჯერ - მსოფლიო ჩემპიონატი. თუშიშვილი 2-გზის ევროპის ჩემპიონი და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონია, ხოლო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული - 2020-ში, ფინალური შეხვედრა სწორედ კრპალეკთან წააგო.
საქართველო ლიდერია - რა მდგომარეობაა მედლების საერთო ჩათვლაში