თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, 3 სატურნირო დღის შემდეგ, საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრები ლიდერობს.
ტურნირის დასრულებამდე 1 დღე დარჩა და მედლების საერთო ჩათვლაში მდგომარეობა ასეთია:
1. საქართველო - 3 ოქრო, 2 ვერცხლი;
2. საფრანგეთი - 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო;
3. რუსეთი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
მეორე მხრივ, მოპოვებული მედლების რაოდენობით, საუკეთესო საფრანგეთია, რომლის წარმომადგენლებმაც ჯამში 9 მედალი მოიგეს, ქართველებმა და რუსებმა 5-5 მედალი დაისაკუთრეს, ხოლო აზერბაიჯანელთა აქტივში 4 მედალია.
ჩვენი გუნდის მხრიდან, ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.), ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (-90 კგ.) მოიპოვეს, ხოლო ვერცხლის მედალს გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) დაუფლნენ.
საქართველოს სახელით, დღეს ტატამიზე სოფიო სომხიშვილს (+78 კგ.), ილია სულამანიძესა (-100 კგ.) და გურამ თუშიშვილს (+100 კგ.) ვიხილავთ.
ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია!