რეგულარული სეზონის ბოლო, 38-ე ტურში, ბარსამ მიუნხენის ბაიერნს 95:69 მოუგო. შენგელიამ 24:23 წუთი ითამაშა - 7 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი. მისი მოედანზე ყოფნისას, გუნდმა 20-ქულიანი სხვაობა შექმნა, რაც მხოლოდ ვილი კლაიბერნის შედეგს ჩამორჩება - 25.
21 გამარჯვებითა და 17 მარცხით, ბარსელონამ ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს, რომ პლეი-ინში ცრვენა ზვეზდასთან (21 აპრილს) გამარჯვება სჭირდება, რათა პანათინაიკოსი-მონაკოს მატჩში წაგებულზე გავიდეს და 1/4 ფინალის საგზური მასთან გაითამაშოს.