VIDEO: მორიგი გოლი - გულიაშვილმა ბოლო 4 ტურში მეოთხედ გაიტანა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი გულიაშვილმა, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში, რეალ სოსიედადის B გუნდს გასვლით შეხვედრაში გაუტანა.
ჩემპიონატის ლიდერმა რასინგ სანტანდერმა უპირატესობა პირველსავე წუთებზე მოიპოვა - ჯერ ანდრეს მარტინმა შეაგდო, შემდეგ კი ქართველმა შემტევმა გამოიჩინა თავი, საბოლოოდ თამაში 3:1 დასრულდა.
გულიაშვილს ბოლო 4 ტურში 4 გოლი აქვს, მიმდინარე სეზონის 13 შეხვედრაში კი 7 საგოლე მოქმედება მოაგროვა - 6 გოლი და 1 ასისტი.
რასინგი ლა ლიგა 2-ის ლიდერობას კომფორტული სხვაობით ინარჩუნებს (ტურის შემდეგ მინიმუმ 4-ქულიანი უპირატესობა ექნება), ჩემპიონატის დასრულებამდე კი 6 ტური რჩება.
ქართველის გუნდი მომდევნო ტურში, 26 აპრილს, მე-10 ადგილოსან სეუტას კვლავ სტუმრად შეხვდება.