ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლიდს იუნაიტედი ნოა ოკაფორის დამატებასთან ახლოსაა.
მილანთან შეთანხმება თითქმის შედგა. მომდევნო საათებში საბოლოო დეტალები გაირკვევა და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შვეიცარიელი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
ლიდსი მზად არის, როსონერის 25 წლის მოთამაშის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 21 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ოკაფორი კი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს და ანაზღაურების სახით წელიწადში 2.4 მილიონ ევროს მიიღებს.
ოკაფორი მილანს ზალცბურგინდან 2023 წელს შეუერთდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარის წესით ნაპოლიში გაატარა, მას შემდეგ რაც გუნდი ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა.