ლანდო ნორისმა ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ვიცი, რომ ხანდახან სისულელეებს ვამბობ. რაღაცები მაქსზე ვთქვი, იქამდე კი ლუისზე. ამას ვნანობ და ვისურვებდი, ეს სიტყვები უკან წამეღო.
ლუისი შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია, მას შუმახერს ვადარებთ, საუკეთესო მრბოლელს, ვინც ფორმულა 1-ში ყოფილა.
ამასთან ახლოსაც კი არ ვარ და შეიძლება არც ვიყო. ასეთ რაღაცებზე ვოცნებობ და დღეს მასთან შედარებით იმ შვიდიდან ერთი ტიტული მოვიგე." - განაცხადა ბრიტანელმა.
ლანდო ნორისმა საჩემპიონო ბრძოლაში მაქს ვერსტაპენი და ოსკარ პიასტრი დაამარცხა.