ვესტ ჰემის მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ესპირიტუ სანტუმ, გუნდის გარემარბს, ადამა ტრაორეს, სავარჯიშო დარბაზში სიმძიმეებით ვარჯიში ოფიციალურად აუკრძალა.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ფეხბურთელი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კუნთოვან მასას მხოლოდ გენეტიკის წყალობით ფლობდა, მისმა თანაგუნდელმა, კრისენსიო სამერვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წევს ტრაორე 145 კილოგრამს. მწვრთნელის თქმით, 30 წლის ფეხბურთელს ისედაც „ზედმეტად დიდი წონა“ აქვს, ამიტომ მან დარბაზში მხოლოდ პრევენციული ვარჯიშებით უნდა აკეთოს და კუნთების დამატებითი სტიმულირება შეწყვიტოს.
ნუნუმ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრაორესგან განსხვავებით, გუნდის ახალგაზრდა მცველს, აირიდას გოლამბეკისის, დარბაზში საათობით მუშაობა სჭირდება, რათა საჭირო ფიზიკური ფორმა მიიღოს.
ადამას ვუთხარი, რომ დარბაზს მოერიდოს. მას წარმოუდგენელი გენეტიკა აქვს, თუმცა, ახლა დროა გააცნობიეროს, რომ დამატებითი კუნთოვანი მასა მისთვის უკვე ხელისშემშლელია