მერაბ დვალიშვილთან მეორე ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, UFC-ს ამერიკელმა მებრძოლმა შონ ო'მალიმ ქართველი ჩემპიონი გამოარჩია.
„მიმაჩნია, რომ მეორე ბრძოლაში უკეთესი ვიყავი, ვიდრე პირველში. მზადების დროს დავამტკიცე, რომ ძალიან გავიზარდე. თუმცა, როცა ქვემოთ აღმოვჩნდით... ძალიან უცნაური იყო.
მსოფლიოს საუკეთესოებთან ერთად ვვარჯიშობ, მაგრამ მერაბი დაუჯერებლად ძლიერი აღმოჩნდა. თითქმის ვერაფერს ვაკეთებდი.
ის ამ დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია." - აღნიშნა ო'მალიმ.
8 ივნისის დილას დვალიშვილმა ო'მალი მესამე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ზედიზედ მეორედ დაიცვა.