• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ო’მალიმ ზაჰაბის ნოკაუტით მოუგო და იანი გამოიწვია
UFCUFC

ო’მალიმ ზაჰაბის ნოკაუტით მოუგო და იანი გამოიწვია

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შონ ო’მალიმ აიემან ზაჰაბი ნოკაუტით დაამარცხა და სატიტულო გზისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.


კანადელი აიემან ზაჰაბი ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ზე ჩავიდა, რათა სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ო’მალი დაემარცხებინა და ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოეპოვებინა.


იმ ფონზე, როდესაც სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონ პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის ტრილოგიის გამართვა ყველაზე მოსალოდნელ სცენარად მიიჩნევა, ო’მალი და ზაჰაბი, შესაძლოა, მომდევნო ტიტულის პრეტენდენტის სტატუსისთვის იბრძოდნენ.


ქაღალდზე UFC Freedom 250-ის სუპერმსუბუქი წონის ერთადერთი ბრძოლა საღამოს საუკეთესო დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლებოდა. ო’მალიმ შეხვედრა ცენტრის კონტროლით დაიწყო და ზაჰაბის ოქტაგონის გარშემო მოძრაობას აიძულებდა.


კანადელი ხშირად იცვლიდა დგომას, რათა მეტოქე დაებნია, თუმცა ო’მალიც თავისუფლად გადადიოდა ერთი დგომიდან მეორეში და პირველ რაუნდში საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა.


მეორე რაუნდის დასაწყისში ზაჰაბიმ ფეხებზე შეტევები გააგრძელა, ხოლო ო’მალიმ ჯებების სერია გააორმაგა. კანადელი ლოუქიკებზე ფაქტობრივად სირბილით შედიოდა და დიდი წარმატებით იყენებდა ამ იარაღს.


შედეგად, ო’მალი იძულებული გახდა დგომა შეეცვალა, რადგან მარცხენა ფეხზე მიღებული დაზიანება სულ უფრო იზრდებოდა. ამავდროულად, ზაჰაბის ცხვირისა და მარცხენა თვალის არეში დაზიანების ნიშნებიც გამოჩნდა.


მიუხედავად იმისა, რომ ო’მალი მეორე რაუნდში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ზაჰაბის ლოუქიკები კვლავ პრობლემას წარმოადგენდა.


თუმცა შემდეგ შონმა მარჯვენა ხელით დაცვა გაუხსნა მეტოქეს და სულ რამდენიმე წამში ძლიერი მარცხენათი შეარყია.


ზაჰაბი მძიმედ შეირყა, რის შემდეგაც ო’მალიმ მარჯვენა დარტყმით ბრძოლა დაასრულა. 


ბრძოლის შემდეგ ო’მალიმ მიკროფონში განაცხადა:


პეტრ იან! დღეს აქ ის უნდა ყოფილიყო. არ ვიცი, რატომ არ გამოჩნდა. ვიცი, რომ სავარაუდოდ იანისა და დვალიშვილის მესამე ბრძოლა გაიმართება, მაგრამ მეც მინდა ჩემპიონთან შეხვედრა.
თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
შონ ო'მალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩიმაევის კომენტარი დილონთან ჩხუბზე

•UFC

UFC

ჩიმაევის კომენტარი დილონთან ჩხუბზე
•UFC

UFC

როგანი: "შეცდომა დავუშვი"

•UFC

UFC

როგანი: "შეცდომა დავუშვი"
•UFC

UFC

ჰოლოუეის პროგნოზი - ვინ გაიმარჯვებს თოფურია-გეიჯის დაპირისპირებაში?

•ქართული

ქართული

ჰოლოუეის პროგნოზი - ვინ გაიმარჯვებს თოფურია-გეიჯის დაპირისპირებაში?
•ქართული

ქართული

სირილ განმა პერეირა გაანადგურა და კვლავ დროებითი ჩემპიონია

•UFC

UFC

სირილ განმა პერეირა გაანადგურა და კვლავ დროებითი ჩემპიონია
•UFC

UFC

News image

15 სთ წინ

ჩიმაევის კომენტარი დილონთან ჩხუბზე

News image

15 სთ წინ

როგანი: "შეცდომა დავუშვი"

News image

14 სთ წინ

ჰოლოუეის პროგნოზი - ვინ გაიმარჯვებს თოფურია-გეიჯის დაპირისპირებაში?

News image

3 სთ წინ

სირილ განმა პერეირა გაანადგურა და კვლავ დროებითი ჩემპიონია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება