მიუნხენის ბაიერნმა გერმანიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი ნათანიელ ბრაუნი ფრანკფურტის აინტრახტიდან დაიმატა.
მოთამაშემ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ბაიერნი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ამ გუნდის მაისურის ტარების შესაძლებლობა ჩემთვის უდიდესი პატივია და ძალიან მაბედნიერებს.
მე თავად ბავარიიდან ვარ, რაც ამ ტრანსფერს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ყოველთვის ვოცნებობდი უმაღლეს დონეზე, ყველაზე პრესტიჟული ტიტულებისთვის ბრძოლაზე.
საკუთარ თავს ყველაზე მაღალ მიზნებს ვუსახავ და ყოველდღიურად ვცდილობ, მაქსიმუმი გამოვავლინო. კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს თავიდანვე ძალიან კარგი განცდა მქონდა.
განსაკუთრებით ვინსენ კომპანიმ დამანახა, თუ როგორ ხედავს ჩემს როლსა და განვითარებას გუნდში, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა.“ - განაცხადა ბრაუნმა.
ოფიციალურად: ბაიერნმა მაროკოს ნაკრების ლიდერი დაიმატა