• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ოფიციალურად: ბაიერნმა მაროკოს ნაკრების ლიდერი დაიმატა
ფეხბურთიფეხბურთი

ოფიციალურად: ბაიერნმა მაროკოს ნაკრების ლიდერი დაიმატა

01 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიუნხენის ბაიერნმა ნიდერლანდების ჩემპიონ პსვ ეინდჰოვენიდან 25 წლის შემტევი ისმაელ საიბარი დაიმატა.


ფეხბურთელი ამჟამად მაროკოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და ტურნირის დასრულების შემდეგ შეუერთდება გერმანულ გრანდს.


საიბარიმ ბაიერნთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და გუნდში 34-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.


„ბავშვობაში ოცნებობ, რომ ისეთ კლუბთან გააფორმო კონტრაქტი, როგორიც ბაიერნია, ყველამ იცის, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია.


ბაიერნი ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგის მსგავს უმაღლეს ტურნირებზე გამარჯვებისთვის იბრძვის და მეც აქ რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება მსურს.


გუნდის სათამაშო სტილი ძალიან მომწონს და საშუალებას მაძლევს ჩემი ფეხბურთი ვითამაშო. ყოველდღიურად მაქსიმალურად ვიშრომებ, რათა გუნდს დავეხმარო.


მწვრთნელმა ვინსენ კომპანიმ ჩემს გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას.“ - განაცხადა საიბარიმ.


საიბარი ესპანეთის ქალაქ ტერასაში დაიბადა და საფეხბურთო კარიერა ანდერლეხტის აკადემიაში დაიწყო.


მოგვიანებით გენკის 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, 2020 წლის ზაფხულში კი პსვ ეინდჰოვენს შეუერთდა, სადაც პირველ გუნდში დებიუტი რამდენიმე თვეში შედგა.


ნიდერლანდურ კლუბში მან 42 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. პსვ-სთან ერთად ერთხელ ნიდერლანდების ჩემპიონი, 3-ჯერ სუპერთასისა და 2-ჯერ ქვეყნის თასის გამარჯვებული გახდა.


მიმდინარე სეზონში კი ნიდერლანდების წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.


მაროკოული ფესვების გამო საიბარი მაროკოს მოქალაქეობას ფლობს და 2023 წლიდან ეროვნული ნაკრების წევრია.


მის ანგარიშზე ნაკრებში ჩატარებული 34 მატჩი და 12 გოლია. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან გადამწყვეტი გოლები გაიტანა ბრაზილიასთან (1:1), შოტლანდიასთან (1:0) და ჰაიტისთან (4:2) შეხვედრებში, ხოლო ნიდერლანდებთან მერვედფინალში პენალტების სერიაში გამარჯვების მომტანი ბოლო თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.


ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონი ევროა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბაიერნი
პსვ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე, იამალი, ოლისე - ქართველი ტოპ 5 ლიგის თვის გუნდში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე, იამალი, ოლისე - ქართველი ტოპ 5 ლიგის თვის გუნდში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კილიან მბაპემ განმარტა, რატომ არ ეძახის მაიკლ ოლისეს რეალში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კილიან მბაპემ განმარტა, რატომ არ ეძახის მაიკლ ოლისეს რეალში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეგოისტი თინეიჯერობიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეგოისტი თინეიჯერობიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 სექ, 2026

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

News image

24 სექ, 2026

კვერნაძე, იამალი, ოლისე - ქართველი ტოპ 5 ლიგის თვის გუნდში

News image

24 სექ, 2026

კილიან მბაპემ განმარტა, რატომ არ ეძახის მაიკლ ოლისეს რეალში

News image

26 სექ, 2026

ეგოისტი თინეიჯერობიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება