მადრიდის რეალმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
,,მადრიდის რეალმა და მილანის ინტერმა შეთანხმებას მიაღწიეს დენზელ დუმფრისის ტრანსფერთან დაკავშირებით, რომელიც კლუბს მომდევნო 4 სეზონის განმავლობაში, 2030 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირდება."
სამეფო კლუბმა ნერაძურის ნიდერლანდელი მოთამაშის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის სახით 20 მილიონი ევრო გადაუხადა.
ეს მიმდინარე ზაფხულში რეალის მე-4 ოფიციალური ტრანსფერია - იბრაჰიმა კონატე, მარკ კუკურელია, ბერნარდუ სილვა და ახლა უკვე დენზელ დუმფრისი.
30 წლის მარჯვენა მცველი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად 1/16 ფინალში, მაროკოსთან მარცხით გამოეთიშა.