მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
2024 წლის ბოლოს ფორმულა 1-სა (F1) და საავტომობილო საერთაშორისო ფედერაციას (FIA) შორის შეთანხმება შედგა, რომ F1-ს ახალი გუნდი დაემატებოდა.
ახლა კი უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2026 წლიდან ფორმულა 1-ში ახალ მე-11 გუნდს ვიხილავთ კადილაკის სახით.
კადილაკი თავიდან ფერარის ძრავით იქნება მომარაგებული, დეკადის ბოლოს კი სავარაუდოა, რომ ძრავის მომმარაგებელი ჯენერალ მოტორსი გახდება, რომლის შვილობილი კომპანიაცაა კადილაკი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნებიან ახალი გუნდის მრბოლელები მომავალ წელს, მაგრამ ცხადია, ამის განხილვა ფორმულა 1-ის სამყაროში უკვე დაწყებულია.
როგორც ამერიკულ კომპანიას, კადილაკში დიდი სურვილი აქვთ, რომ ერთ-ერთი მრბოლელი მაინც ამერიკელი იყოს, ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი კი კოლტონ ჰერტაა.
ასევე თავისუფალი აგენტები არიან სერხიო პერესი და დანიელ რიკიარდო, რომელთა დამატებაც ნებისმიერი გუნდისთვის სასურველი იქნება.
ასე რომ მომავალი წლიდან ფორმულა 1 კიდევ უფრო საინტერესო გახდება. F1-ში 11 გუნდი ბოლოს 2016 წლის სეზონში იყო, მას შემდეგ კი 10 გუნდი ასპარეზობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები