ლუკა გაგნიძე კარიერას გრანადაში გააგრძელებს.
ესპანურმა კლუბმა და დინამო მოსკოვმა შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველი ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ლა ლიგა 2-ში იასპარეზებს.
2003 წელს დაბადებულ გაგნიძეს საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული. ლუკა მოსკოვის დინამოს 2021 წელს შეუერთდა და იჯარის წესით ურალში, პოლონურ რაკოვსა და სამარაში თამაშობდა.
გრანადას მომავალ ზაფხულს გაგნიძის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
ესპანურმა კლუბმა ლა ლიგა 2-ის ახლად დაწყებულ სეზონში სამივე თამაში წააგო.