მან სიტიმ ვიტორ რეისი ჟირონაში გაანათხოვრა.
კლუბებს შორის ერთწლიანი შეთანხმება შედგა. შეგახსენებთ, რომ ორივე კლუბს საერთო ინვესტორი ჰყავს - City Football Group.
რეისი სიტიში 2025 წლის იანვარში, პალმეირასიდან 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.
19 წლის მცველმა ინგლისური კლუბის მაისურით სეზონის მეორე ნახევარში ყველა ტურნირზე 4 მატჩი ჩაატარა.
ჟირონას რეისი მშრალი იჯარით შეუერთდა და ერთი სეზონის შემდეგ სიტიში დაბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.