მადრიდის რეალსა და კომოს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნიკო პასი 2026/27 წლების სეზონშიც იტალიურ კლუბში დარჩება.
ეს შეთანხმება თავად ფეხბურთელის თხოვნით განხორციელდა და ასევე ითვალისწინებს იმას, რომ მადრიდის რეალი ინარჩუნებს ცალმხრივ უფლებას, 2027/28 წლების სეზონისთვის ნიკო პასის სატრანსფერო უფლებები უკან გამოისყიდოს.
ნიკო პასის ოფიციალური განცხადება:
„ბევრი კვირის ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე ჩემი კარიერისთვის საუკეთესო არჩევანი კიდევ ერთი წლით იმ კლუბში დარჩენაა, რომელმაც მომცა შესაძლებლობა გავზრდილიყავი და ვქცეულიყავი იმ ფეხბურთელად, ვინც დღეს ვარ.
პირადად მე მჯერა, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა როგორც ჩემთვის, ისე მადრიდის რეალისთვის, რადგან ჩემი კარიერის ამ ეტაპზე წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელია.
ეს უნიკალური შესაძლებლობაა, გავაგრძელო განვითარება, როგორც ფეხბურთელმა, და მაქსიმალურად კარგად მოვემზადო მომავლისთვის.“