ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში იბერია 1999-მა საკუთარ მოედანზე შვედური მალმიო მიიღო.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მალმიომ ბუსანელოს გოლით მე-8 წუთზე შეძლო დაწინაურება. პირველი ტაიმის მიწურულს საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა, როცა საჯარიმოში მეკარის უხეშობისთვის მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეეძლო, თუმცა მომენტის VAR-ზე გადახედვის შემდეგ თავისი პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მეორე ნახევარში შვედურმა გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და 3:0 დაწინაურდა.
ერთადერთი, რაც თბილისურელებმა მოახერხეს - მატჩის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითეს და საბოლოო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა.
საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 15 ივლისს, სტადიონ ელედაზე გაიმართება, იბერიას მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით აქვს მოსაგები იმისთვის, რომ საქმე ექსტრა-ტაიმში გადაიყვანოს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს.