ევროტურნირების წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნებიან ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში.
იბერიასა და შვედურ მალმიოს შორის გამარჯვებული უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურ რფს-სა და ესტონურ ლევადიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ყაზახურ ორდაბასთან მოგებისა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქუთაისის ტორპედოს მეტოქე კვიპროსული ომონია იქნება.
ლუქსემბურგული რასინგ უნიონის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი გორის დილა მეორე ეტაპზე ლატვიურ რიგას დაუპირისპირდება.
იბერიას მატჩები 8/9 ივლისსა და 15/16 ივლისს გაიმართება, ტორპედო და დილა კი 10 და 17 ივლისს ითამაშებენ.
კონფერენს ლიგაზე სპაერის მეტოქე ცნობილია