უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სპაერის მეტოქე გაირკვა.
საქართველოს თასის გამარჯვებული საკვალიფიკაციო ციკლში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება. ქართული გუნდის მეტოქე კი ვენის ავსტრია იქნება. მატჩები 24 და 31 ივლისს გაიმართება.
სპაერი ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს და წლევანდელ გათამაშებას 16 ტურის შემდეგ 35 ქულით ლიდერობს. დიდი ალბათობით, ამ გუნდს მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგაში ვიხილავთ.
სპაერმა საქართველოს თასის ფინალში დინამო თბილისი პენალტების სერიაში დაამარცხა და კონფერენს ლიგის საგზური ასე მოიპოვა.
შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა