საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა თურქეთის ჩემპიონატში სოლიდური მატჩი ჩაატარა. მისმა ტრაბზონსპორმა ტოფასი სტუმრად 20-ქულიანი სხვაობით დაამარცხდა - 91:71.
რიდმა პარკეტზე გატარებულ 34:16 წუთში 22 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი მიითვალა, რითაც ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი და სასარგებლო მოთამაშე გახლდათ.
ზოგადად, მარკისი ტრაბზონელთა ლიდერია და, მაგალითად, სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართულ 5 ტურში ასეთი სტატისტიკა აქვს - ქარშიაქასთან 24 ქულა; მანისასთან 34 ქულა; ბეშიქთაშთან 17 ქულა; ბაშჯეშეჰირთან 14 ქულა; ტოფასთან 22 ქულა.
სუპერ ლიგის 25 ტურის შემდეგ, ტრაბზონსპორს 17 მოგება აქვს, მე-4 ადგილზეა და ერთით ზემოთ მყოფ იმავე ბაშჯეშეჰირს 1 გამარჯვებით ჩამორჩება.
რიდის გუნდი მომდევნო შეხვედრას, 12 აპრილს, მე-13 ადგილოსან პეტკიმ სპორთან შინ გამართავს.