23 წლის ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი პორტუგალიური ფამალიკაოდან კარიერას ავსტრიულ ვოლფსბერგერში გააგრძელებს.
ტრანსფერი 1-წლიანი იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით შედგება. ინფორმაციას ავსტრიული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ოთოს ტყუპი ძმა გიზი ასევე ავსტრიაში თამაშობს და გრაცის შტურმში ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელია.
როგორც ოთო, ისე გიზი იბერია 1999-ის აღზრდილები არიან და საქართველოდან წასვლამდე, სწორედ საქართველოს ჩემპიონ გუნდში თამაშობდნენ.
რაც შეეხება ავსტრიულ ვოლფსბერგერს, აქ ბოლო წლებში ლუკა ლოჩოშვილსა და სანდრო ალთუნაშვილსაც უთამაშიათ.
