კოულ პალმერი პრემიერ ლიგის 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.
ჩელსის შემტევმა ამ სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 22 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. მასზე მეტ გოლში მონაწილეობა არავის მიუღია.
პალმერი გახდა ჩელსის პირველი მოთამაშე, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა.
"დიდი მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა ამ ნომინაციაში. ეს შეუძლებელი იქნებოდა კლუბის, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის გარეშე." - წერს ახალგაზრდა ინგლისელი.