სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2024 წლის ოლიმპიადა სტარტს აიღებს და 11 აგვისტომდე გაგრძელდება.
პარიზს ოლიმპიადისთვის 1900 და 1924 წლებში უმასპინძლია, 100 წლის შემდეგ კი ოლიმპიური თამაშები ისევ ამ ქალაქში ბრუნდება. პარიზი ხდება ისტორიაში მე-2 ქალაქი, რომელიც ოლიმპიადას მესამედ უმასპინძლებს. პირველად ეს ლონდონში მოხდა (1908, 1948 და 2012).
პარიზმა წლევანდელი მასპინძლობისთვის ბრძოლაში ჰამბურგი, ბოსტონი, ბუდაპეშტი, რომი და ლოს ანჯელესი დაამარცხა. თავის მხრივ ლოს ანჯელესში 2028 წლის ოლიმპიადა გაიმართება.
ჯამში საფრანგეთი კი მე-6 ოლიმპიადას მასპინძლობს - 3-ჯერ ზაფხულის, 3-ჯერ კი ზამთრის. ბოლოს ზამთრის ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის ქალაქ ალბერვილში გაიმართა 1992 წელს.
წელს ოლიმპიადა ტრადიციულ 4-წლიან ციკლს უბრუნდება, რისი დარღვევაც 2020 წელს კოვიდ-პანდემიამ გამოიწვია და სწორედ ამის გამო თამაშები 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა.
პარიზში დებიუტი ექნება ახალ სახეობას. ახალ ოლიმპიურ ღონისძიებად ბრეიკდანსი გვევლინება.
2024 წლის თამაშების ჩატარება სავარაუდოდ 9 მილიარდი დოლარი დაჯდება.
წლევანდელი ოლიმპიადისთვის სულ 5084 მედალი დამზადდა, რომლებიც ეიფელის კოშკის კონსტრუქციის მასალისგან შედგება.
გახსნის ცერემონია 26 ივლისს (საქართველოს დროით 21:30) გაიმართება და ისტორიაში მეორედ მოხდება, როცა ოლიმპიური თამაშის გახსნა სტადიონის გარეთ ჩატარდება, ცერემონიას მდინარე სენაზე და მის მიმდებარედ ვიხილავთ.
წლევანდელი პროგრამა 32 სპორტს მოიცავს, ჯამში კი 329 ღონისძიება ჩატარდება და შესაბამისად ამდენივე ოქროს მედალი გათამაშდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დებიუტი ექნება ბრეიკდანსს, უკვე მეორე ოლიმპიადაზე კი სკეიტბორდინგი, სპორტული ცოცვა და სერფინგი მოგვევლინება - ეს სახეობები პირველად ტოკიოში ვიხილეთ.
4 ღონისძიება ამოიღეს ძალოსნობიდან, კანოეში კი ორი სპრინტი ორი სლალომით ჩანაცვლდა. სპორტულ ცოცვაში კომბინირებული ღონისძიება კი რამდენიმე ნაწილად გაიყო.
სკანდალია კრივში - აშშ-ს კრივის ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების გამო ჯერ მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოეცხადა ბოიკოტი, შემდეგ კი ოლიმპიადისთვის. ამერიკელებს მოგვიანებით პოლონეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ჩეხეთი, შვედეთი და კანადა აჰყვნენ.
რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშებზე გამოსვლა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოუწევთ, გახსნის ცერემონიაში კი ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.
სრული განრიგი:
გახსნის ცერემონია - 26 ივლისი, მდინარე სენა
მშვილდოსნობა - 25 ივლისი-4 აგვისტო
მხატვრული ტანვარშიჯი - 25 ივლისი-4 აგვისტო
მხატვრული ცურვა - 5-10 აგვისტო
მძლეოსნობა - 1-11 აგვისტო
ბადმინტონი - 27 ივლისი-5 აგვისტო
3x3 კალათბურთი - 30 ივლისი-5 აგვისტო
კალათბურთი - 27 ივლისი-11 აგვისტო
პლაჟის ფრენბურთი - 27 ივლისი-10 აგვისტო
კრივი - 27 ივლისი-10 აგვისტო
ბრეიკდანსი - 9-10 აგვისტო
კანოე სლალომი - 27 ივლისი-5 აგვისტო
კანოე სპრინტი - 6-10 აგვისტო
ველორბოლა BMX - 30 ივლისი-2 აგვისტო
სამთო ველორბოლა - 28-29 ივლისი
საგზაო ველორბოლა - 27 ივლისი-4 აგვისტო
დარბაზის ველორბოლა - 5-11 აგვისტო
წყალში ხტომა - 27 ივლისი-10 აგვისტო
ცხენოსნობა - 27 ივლისი-6 აგვისტო
ფარიკაობა - 27 ივლისი-4 აგვისტო
ფეხბურთი - 24 ივლისი-10 აგვისტო
გოლფი - 1-10 აგვისტო
ხელბურთი - 25 ივლისი-11 აგვისტო
ბალახის ჰოკეი - 27 ივლისი-9 აგვისტო
ძიუდო - 27 ივლისი-3 აგვისტო
მარათონული ცურვა - 8-9 აგვისტო
თანამედროვე პენტატლონი - 8-11 აგვისტო
რითმული ტანვარშიჯი - 8-10 აგვისტო
ნიჩბოსნობა - 27 ივლისი-3 აგვისტო
შვიდკაცა რაგბი - 24-30 ივლისი
ნაოსნობა - 28 ივლისი-8 აგვისტო
სროლა - 28 ივლისი-8 აგვისტო
სკეიტბორდინგი - 27 ივლისი-7 აგვისტო
სპორტული ცოცვა - 5-10 აგვისტო
სერფინგი - 27 ივლისი-4 აგვისტო
ცურვა - 27 ივლისი-4 აგვისტო
მაგიდის ტენისი - 27 ივლისი-10 აგვისტო
ტაეკვანდო - 7-10 აგვისტო
ჩოგბურთი - 27 ივლისი-4 ატვისტო
ტრამპლინის ტანვარჯიში - 2 აგვისტო
ტრიატლონი - 30 ივლისი-5 აგვისტო
ფრენბურთი - 27 ივლისი-11 აგვისტო
წყალბურთი - 27 ივლისი-11 აგვისტო
ძალოსნობა - 7-11 აგვისტო
ჭიდაობა - 5-11 აგვისტო
დახურვის ცერემონია - 11 აგვისტო
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები