ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფედერიკო კიეზამ და მისმა აგენტმა ლივერპულს შეატყობინეს, რომ მოთამაშეს კლუბში დარჩენა სურს.
კიეზა წასვლას ივნისი/ივლისში განიხილავდა, როცა ლივერპულმა დიასზე შემოთავაზებები უარით გაისტუმრა და ფედერიკო აზიური ტურის მიღმა დარჩა.
ახლა კი როცა დიასი წავიდა, გუნდში მეტი სივრცე დარჩა და კიეზა ახალი თავისთვის მზად არის.
პრემიერ ლიგის პირველ ტურში იტალიელმა შემტევმა ბორნმუთს მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა და მერსისაიდელთა პირველ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ფედერიკო კიეზა წითლებს გასულ ზაფხულს ტურინის იუვენტუსიდან შეუერთდა.