პედრიმ აღიარა, რომ ოქროს ბურთის მოგებაზე ოცნებობს.
„როდრის შემთხვევამ დაამტკიცა, რომ ოქროს ბურთის მოგება თამაშის ტემპის მაკონტროლებელ ნახევარმცველსაც შეუძლია.
ოქროს ბურთის მოგება ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, თუმცა ამჟამად ყველაზე მეტად გუნდურ წარმატებებზე ვფიქრობ." - აღნიშნა პედრიმ.
2024 წელს ოქროს ბურთი როდრიმ მოიგო, მეორე ადგილი კი ვინისიუსს ერგო.