• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფეხბურთელის პროტესტი სამართალდამცავების წინააღმდეგ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ფეხბურთელის პროტესტი სამართალდამცავების წინააღმდეგ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მუნდიალის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე, ეკვადორისა და გვატემალას ამხანაგურ მატჩში (3:0) უცნაური ინციდენტი მოხდა.


ეკვადორელთა და ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი, მოიზეს კაისედო მოედანზე პოლიციელებს შეეკამათა, რამაც მასპინძელ ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების შესახებ დებატები ხელახლა წარმოშვა.


ინციდენტი მოედანზე და კაისედოს ქმედება


ეკვადორის ნაკრები ოჰაიოს სტადიონზე იოლ გამარჯვებას აფორმებდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს მოედანზე გვატემალელი გულშემატკივარი შევარდა. ამერიკელმა სამართალდამცავებმა ფანის დასაკავებლად უხეში ძალა გამოიყენეს და ის მიწაზე დაანარცხეს.


ამ სურათის დანახვაზე მოიზეს კაისედო სიტუაციაში ჩაერია და სცადა გულშემატკივრის დაცვა, რის შემდეგაც პოლიციელებს მათი ზედმეტად აგრესიული ქმედებების გამო პრეტენზიები გამოუთქვა და შეეკამათა. სტადიონზე მყოფმა ფანებმა პოლიციის უხეშობას სტვენით უპასუხეს, კაისედოს საქციელმა კი სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა.


უსაფრთხოების პრობლემები მუნდიალის წინ


ეს შემთხვევა კიდევ უფრო ამწვავებს იმ შიშებს, რაც ტურნირის მასპინძელ აშშ-ში უსაფრთხოებასა და მკაცრ საპოლიციო სისტემას უკავშირდება. გარდა ამისა, პრობლემად რჩება ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარებაც.


სწორედ ამ მატჩის პარალელურად, კანზას-სიტიში, სადაც ინგლისის ნაკრების საწვრთნელი ბაზაა განთავსებული, მასობრივი სროლა მოხდა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიჭრა. ეს შემთხვევები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მონაწილე გუნდებსა და ჩასულ გულშემატკივრებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოქროს ბურთი თუ მორიგი წარუმატებლობა?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ოქროს ბურთი თუ მორიგი წარუმატებლობა?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის 5 ფარული ფავორიტი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის 5 ფარული ფავორიტი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

გიუნდოგანმა სანე დაიცვა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

გიუნდოგანმა სანე დაიცვა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კოლუმბიის ამერიკული ტრაგედია - მუნდიალი 1994

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კოლუმბიის ამერიკული ტრაგედია - მუნდიალი 1994
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

4 სთ წინ

ოქროს ბურთი თუ მორიგი წარუმატებლობა?

News image

3 სთ წინ

მუნდიალის 5 ფარული ფავორიტი

News image

2 სთ წინ

გიუნდოგანმა სანე დაიცვა

News image

2 სთ წინ

კოლუმბიის ამერიკული ტრაგედია - მუნდიალი 1994

კომენტარები

ლინკის დაკოპირება