მანჩესტერ სიტიდან წასვლის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნების არანაირი სურვილი არ აქვს.
55 წლის კატალონიელმა სპეციალისტმა ეტიჰადზე გატარებული 10 უაღრესად წარმატებული სეზონის შემდეგ დასვენება ამჯობინა და ახლა მთელ დროს ოჯახს უთმობს.
გვარდიოლამ OKX-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფეხბურთი საერთოდ არ ენატრება და ახლა საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
სამწვრთნელო კარიერა 37 წლისამ დავიწყე და მთელი ცხოვრება ფეხბურთს დავუკავშირე. ახლა მინდა ცხოვრება ხელახლა აღმოვაჩინო და ბედნიერი სხვა რამეებით ვიყო. შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო და დაბრუნება მომინდეს, მაგრამ დღეს ამას საერთოდ ვერ ვგრძნობ
კატალონიელმა დასძინა, რომ მისთვის ახლა პრიორიტეტი ოჯახია, განსაკუთრებით კი შვილები და 95 წლის მამა. მანჩესტერ სიტიში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეტიჰადზე ოდესმე აუცილებლად მივა, თუმცა მხოლოდ კულისებიდან გუნდის დასახმარებლად. ინტერვიუს ბოლოს პეპმა თავის მთავარ მეტოქეს, იურგენ კლოპსაც მიაგო პატივი:
ის ჩემი კარიერის უდიდესი მეტოქე იყო, ტაქტიკას ყოველ 20 წუთში ცვლიდა და ჭკუიდან მშლიდა