ლონდონის არსენალი პრემიერლიგის მოგების შემდეგ შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს.
გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, ჟერემი ალიადიერის განცხადებით, მეთოფეები ნიუკასლის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ბრუნო გიმარაესის ტრანსფერზე მუშაობენ, რამაც შესაძლოა გუნდში სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს.
28 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ ლონდონელებს 80-დან 100 მილიონ ფუნტამდე გადახდა მოუწევთ. ალიადიერი მიიჩნევს, რომ გიმარაესის მოსვლამ შესაძლოა მარტინ ოდეგორის წასვლა და კაპიტნის სამკლავურის დეკლან რაისისთვის გადაცემა განაპირობოს.
„ოდეგორს არსენალში ტრავმების გამო ბევრი ჩავარდნა ჰქონდა. მოედანზე მყოფი კაპიტნისთვის სამკლავურის ჩამორთმევა და რაისისთვის მიცემა რთულია, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი მისი კარგი ფასად გაყიდვა იქნება“, - აღნიშნა ალიადიერმა.
არსენალს ნახევარდაცვაში მარტინ სუბიმენდი, ებერეჩი ეზე და ახალგაზრდა მაილს ლუის-სკელიც ჰყავს, რის გამოც კონკურენცია დიდია. მიკელ არტეტას გუნდი ახალ სეზონს 21 აგვისტოს, ქოვენთრისთან მატჩით იწყებს, მანამდე კი სუპერთასზე მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. მანამდე კი კლუბს ოდეგორის მომავალსა და გიმარაესის ტრანსფერზე დიდი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.