ჯეკ გრილიშის მომავალთან დაკავშირებით ჭორები არ წყდება, თუმცა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ჯოლეონ ლესკოტი აცხადებს, რომ ამერიკულ MLS-ში გადასვლა საერთოდ არ განიხილება.
მანჩესტერ სიტის შემტევს, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ევერტონში გაატარა, უმაღლეს დონეზე თამაში და ინგლისის ნაკრებში დაბრუნება სურს.
გრილიშმა მანჩესტერ სიტიში პეპ გვარდიოლას ხელში ტრებლი კი მოიგო, თუმცა ძირითადში ადგილი დაკარგა, რის გამოც 2025 წელს მერსისაიდულ კლუბს მიაშურა. იანვარში მიღებულმა მძიმე ტრავმამ მას მუნდიალზე გამგზავრების შანსი წაართვა.
ახლა მანჩესტერ სიტიში ენცო მარესკას ეპოქა იწყება და 30 წლის ფეხბურთელს შანსი ეძლევა, თავი ახალ მწვრთნელს მოაწონოს, ან ევერტონში სრულფასოვანი ტრანსფერით გადავიდეს. ლესკოტის თქმით, გრილიშს ამერიკაზე არც უფიქრია: „მასთან მისაუბრია და MLS-ზე საუბარიც არ ყოფილა. ჯეკს ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს და პრემიერლიგაში დარჩება“.
გრილიშს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის დასრულებამდე 12 თვე აშორებს, ტრანსფერის ბედი კი სექტემბრამდე გადაწყდება.