მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, უეინ რუნიმ განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლა თავისი თაობის სერ ალექს ფერგიუსონია.
ეს განცხადება რუნიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელი სპეციალისტი 10-წლიანი მუშაობის შემდეგ მანჩესტერ სიტის სეზონის ბოლოს ტოვებს.
BBC-ის ეთერში რუნიმ პარალელი თავის ყოფილ მწვრთნელთან გაავლო, რომლის ხელმძღვანელობითაც ოლდ ტრაფორდზე 9 წელი ითამაშა.
ფერგიუსონი ყველა დროის უდიდესი მწვრთნელია, მაგრამ პეპი, თავის თაობაში, ნამდვილად საუკეთესოა და სხვებს ბევრად უსწრებს“
მან ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა რთულია მოტივაციის შენარჩუნება ფერგიუსონივით 26 წლის განმავლობაში. რუნის თქმით, როცა სერ ალექსმა იუნაიტედი ჩაიბარა, სულ სხვა სიტუაცია იყო და კლუბის ნულიდან აშენება მოუწია, პეპს კი სიტიში ეს არ სჭირდებოდა, თუმცა მისი სრული დომინაცია მაინც საოცრებაა.
რუნიმ დაამატა, რომ გვარდიოლამ სრულად შეცვალა ინგლისური ფეხბურთის სახე, დაწყებული პრემიერ ლიგით, დასრულებული ბავშვთა და სამოყვარულო გუნდებით, სადაც ახლა ყველა ცდილობს თამაში დაცვიდან, მოკლე პასებით დაიწყოს.