ლუიშ ფიგუმ განმარტა, რომ მას სერ ალექს ფერგიუსონისთვის მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერზე უარი არასდროს უთქვამს, რადგან ასეთი შეთავაზება პირდაპირ არც მიუღია.
პორტუგალიელმა ლეგენდამ გაიხსენა 2005 წლის პერიოდი, როდესაც მადრიდის რეალს ტოვებდა. მისი თქმით, ინგლისური კლუბებიდან ყველაზე ახლოს ლივერპულთან იყო:
„სერ ალექსისთვის უარი არასდროს მითქვამს. სანამ რეალიდან წავიდოდი, მოლაპარაკებებს რაფა ბენიტესთან ვაწარმოებდი, რომელიც მაშინ ლივერპულში მუშაობდა. თუმცა, ტრანსფერი არ შედგა — ასეთი იყო ბედისწერა.
იმ დროს არც მანჩესტერ იუნაიტედთან და არც სიტისთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია.
საბოლოოდ ინტერი ავირჩიე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და პატივისცემის გამო, რომელიც მილანელთა ექს-პრეზიდენტის, მასიმო მორატის მიმართ მქონდა“, — აღნიშნა ფიგუმ.