• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
„დიდი ბრიტანეთი კოლონიზებულია", — მანჩესტერის თანამფლობელი განცხადების გამო შარში გაეხვა
ფეხბურთიფეხბურთი

„დიდი ბრიტანეთი კოლონიზებულია", — მანჩესტერის თანამფლობელი განცხადების გამო შარში გაეხვა

12 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

INEOS-ის დამფუძნებელმა და მანჩესტერ იუნაიტედის თანამფლობელმა, ჯიმ რეტკლიფმა Sky News-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიგრაციულ პოლიტიკაზე მკვეთრი განცხადებები გააკეთა, რის გამოც სხვადასხვა ცნობილი ადამიანების და კლუბის ფან-დაჯგუფებების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.


იმიგრანტების უზარმაზარი ნაკადი შემოდის


„შეუძლებელია გქონდეს ჯანსაღი ეკონომიკა, როდესაც ცხრა მილიონი ადამიანი შემწეობას იღებს, ამავდროულად კი იმიგრანტების უზარმაზარი ნაკადი შემოდის. დიდი ბრიტანეთი კოლონიზებულია. ეს ზედმეტად ძვირი ჯდება.


დიდი ბრიტანეთი იმიგრანტების მიერ არის კოლონიზებული, ასე არ არის? ქვეყნის მოსახლეობა 2020 წელს 58 მილიონი იყო, ახლა კი 70 მილიონია. ეს 12 მილიონიანი მატებაა.


არ ვიცი, ეს იმ სისტემის ბრალია, რომელმაც პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ამის გაკეთების საშუალება არ მისცა, თუ თავად ის არის ზედმეტად რბილი ამისთვის. კირი კარგი ადამიანია, ის მომწონს, მაგრამ ეს რთული სამუშაოა. ვფიქრობ, საჭიროა მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება, რათა დიდი ბრიტანეთი სწორ გზაზე დაბრუნდეს, რადგან ახლა ეკონომიკა საუკეთესო მდგომარეობაში არ არის.


მიმაჩნია, რომ საჭიროა ვინმე, ვინც მზად იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არაპოპულარული იყოს, რათა მთავარი პრობლემები მოაგვაროს“, – განაცხადა რეტკლიფმა.


ეს განცხადება ცნობილმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა, ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა:


მისი გუნდის ფეხბურთელებიც იმიგრანტები არიან 


„ბრიტანეთის მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებული აშკარა ტყუილისა და უვიცობის გარდა, რეტკლიფი თავად არის იმიგრანტი, რომელიც გადასახადებს მონაკოში მალავს, ხოლო მისი გუნდის, მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშეების უმრავლესობა — იმიგრანტები არიან დიდ ბრიტანეთში.


ამიტომ, ის არის ამაზრზენი თვალთმაქცი, რომელიც რასობრივ შუღლს აღვივებს“, – დაწერა პირს მორგანმა სოციალურ ქსელში.


კლუბის ფანების გაერთიანება, Supporters’ Trust, რეტკლიფის განცხადებას ასე გამოეხმაურა:


მანჩესტერი ყველა გულშემატკივარს ეკუთვნის


„მანჩესტერ იუნაიტედი ეკუთვნის კლუბის ყველა გულშემატკივარს. არცერთი გულშემატკივარი არ უნდა გრძნობდეს თავს გარიყულად რასის, რელიგიის, ეროვნებისა თუ წარმოშობის გამო. კლუბის ხელმძღვანელობის კომენტარები უნდა უწყობდეს ხელს ინკლუზიურობას და არა პირიქით.


აქ საუბარი არ არის პოლიტიკაზე. საუბარია იმაზე, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა ისე უნდა მოქმედებდეს, რომ აერთიანებდეს გულშემატკივრებს და არა ახდენდეს ჩვენი ფანების რომელიმე ნაწილის მარგინალიზაციას“, – ნათქვამია Supporters’ Trust-ის განცხადებაში.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

მანჩესტერი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

5 კაპიტანი წასვლის ზღვარზე - ვინ ტოვებს ინგლისურ გრანდებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 კაპიტანი წასვლის ზღვარზე - ვინ ტოვებს ინგლისურ გრანდებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ასეთი კომენტარები საჭირო არ არის" - ევრამ ყოფილი გუნდელები გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ასეთი კომენტარები საჭირო არ არის" - ევრამ ყოფილი გუნდელები გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პარიზული განხეთქილება: კვარაცხელიას ტრანსფერზე ნადირობა დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პარიზული განხეთქილება: კვარაცხელიას ტრანსფერზე ნადირობა დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ან ნასვამი იყო, ან სახიფათოა საზოგადოებისშთვის", — პატრის ევრამ ტეო უოლკოტი გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ან ნასვამი იყო, ან სახიფათოა საზოგადოებისშთვის", — პატრის ევრამ ტეო უოლკოტი გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 მარ, 2026

5 კაპიტანი წასვლის ზღვარზე - ვინ ტოვებს ინგლისურ გრანდებს?

News image

06 მარ, 2026

,,ასეთი კომენტარები საჭირო არ არის" - ევრამ ყოფილი გუნდელები გააკრიტიკა

News image

18 სთ წინ

პარიზული განხეთქილება: კვარაცხელიას ტრანსფერზე ნადირობა დაიწყო

News image

15 სთ წინ

„ან ნასვამი იყო, ან სახიფათოა საზოგადოებისშთვის", — პატრის ევრამ ტეო უოლკოტი გააკრიტიკა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება