ფორმულა 1-ში ბელგიის გრან პრიმ აიღო სტარტი.
ფორმულა 1-ის გურუ - ბელგიის გრან პრი
სპა-ფრანკოშამის ტრასაზე სპრინტის კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც ოსკარ პიასტრის უსწრაფესი წრით დასრულდა. ავსტრალიელმა პილოტმა მეორეადგილოსან მაქს ვერსტაპენს 0.477 წამით აჯობა და სპრინტის პოულ პოზიცია მოიპოვა.
მაკლარენის მრბოლელმა უსწრაფეს წრედ 1:40.510 დააფიქსირა და სპა-ფრანკოშამის ტრასის რეკორდი მოხსნა, რომელიც სერხიო პერესს ეკუთვნოდა.
სპრინტს მე-3 პოზიციიდან ლანდო ნორისი დაიწყებს, მე-4 კი შარლ ლეკლერი იქნება.
სპრინტის კვალიფიკაციის საბოლოო შედეგი ასეთია.

26 ივლისი
14:00 სპრინტი
18:00 კვალიფიკაცია
27 ივლისი
17:00 რბოლა