UFC-ის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურია მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დაპირისპირების შემთხვევაში მას ადვილად გაუმკლავდება.
პიმბლეტმა, რომელიც 11 ივლისს UFC 329-ზე ბენუა სენ-დენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება, დემეტრიუს ჯონსონის იუთუბ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ თოფურია სინამდვილეში მსუბუქი წონის მებრძოლი არ არის. მისი თქმით, ილია „მსუქანი ქვემსუბუქი წონის“ წარმომადგენელია და სწორედ ამიტომ, პიმბლეტი დარწმუნებულია, რომ მის დარტყმებს იოლად აიტანს.
პიმბლეტის ეს განცხადება ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მარცხს მოჰყვა UFC Freedom 250-ზე, სადაც თოფურიამ კარიერაში პირველი წაგება განიცადა.
პიმბლეტი მიიჩნევს, რომ თოფურიას მიერ მსუბუქ წონაში ასვლა და ჩემპიონობა წონის კატეგორიების პრინციპის დარღვევა იყო. თავად პიმბლეტი, რომელიც იანვარში ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა, ახლა საკუთარი რეპუტაციის აღდგენასა და კარიერის გაგრძელებაზეა ორიენტირებული.