• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფიფას სკანდალური გადაწყვეტილება და ფანების პროტესტი
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ფიფას სკანდალური გადაწყვეტილება და ფანების პროტესტი

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გულშემატკივრებსა და მოხალისეებს სტადიონებზე მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლების შეტანა აეკრძალათ.


ეს ნაბიჯი განსაკუთრებით რეზონანსულია იმის გათვალისწინებით, რომ 48-გუნდიანი ტურნირი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ზაფხულის პერიოდში, საკმაოდ მაღალი ტემპერატურის პირობებში ტარდება.

ორგანიზაციის განცხადებით, აკრძალვის მიზანი მოთამაშეებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის რისკებისა და ტრავმების თავიდან აცილებაა, რის გამოც ბოთლებთან ერთად ქილებისა და ჭიქების შეტანაც შეიზღუდა. მანამდე მოქმედი სტადიონების ქცევის კოდექსით, ცარიელი, გამჭვირვალე და მრავალჯერადი პლასტმასის ბოთლების შეტანა ნებადართული იყო.

ფიფა აღნიშნავს, რომ მაყურებლებისთვის სტადიონების გარშემო მოეწყობა სპეციალური გამაგრილებელი ზონები, ვენტილატორები და ჰიდრატაციის სადგურები, თუმცა უშუალოდ არენის ტერიტორიაზე წყლის შეძენა გულშემატკივრებს შიდა პუნქტებში მოუწევთ. ფასები იმ სტანდარტების შესაბამისი იქნება, რაც მოცემულ სტადიონებზე სხვა ღონისძიებების დროს მოქმედებს.


გარდა ამისა, ტურნირის ისტორიაში პირველად, მატჩების მიმდინარეობისას (მიუხედავად იმისა, თუ როგორი ტემპერატურა იქნება სტადიონზე) მოთამაშეებისთვის ყოველ ტაიმში 3-წუთიანი შესვენება გამოცხადდება წყლის დასალევად.

ამ გადაწყვეტილებას გულშემატკივრების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ინგლისის ნაკრების ფან-კლუბმა Free Lions-მა ამ ნაბიჯს უცნაური და დაგვიანებული უწოდა, რადგან მანამდე ფიფა მათ პირადად არწმუნებდა, რომ სტადიონებზე უფასო წყალი ხელმისაწვდომი იქნებოდა და საკუთარი ბოთლების შეტანასაც შეძლებდნენ.


ქომაგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოებას კი არა, კომერციულ ინტერესებსა და სტადიონებზე წყლის ძვირად გაყიდვას ემსახურება.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

FIFA
მსოფლიო ჩემპიონატი
ფიფა
მუნდიალი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მუნდიალის წინ უკვდავყოფილი კაპიტანი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის წინ უკვდავყოფილი კაპიტანი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალი ომის ჩრდილში - ირანელი მოთამაშეების კომენტარები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალი ომის ჩრდილში - ირანელი მოთამაშეების კომენტარები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როგორ დაიპყრო იტალიამ მსოფლიო (II ნაწილი)

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როგორ დაიპყრო იტალიამ მსოფლიო (II ნაწილი)
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რომელ კლუბებს ეყოლებათ ყველაზე მეტი მოთამაშე მუნდიალზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ კლუბებს ეყოლებათ ყველაზე მეტი მოთამაშე მუნდიალზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

03 ივნ, 2026

მუნდიალის წინ უკვდავყოფილი კაპიტანი

News image

3 სთ წინ

მუნდიალი ომის ჩრდილში - ირანელი მოთამაშეების კომენტარები

News image

3 სთ წინ

როგორ დაიპყრო იტალიამ მსოფლიო (II ნაწილი)

News image

6 წთ წინ

რომელ კლუბებს ეყოლებათ ყველაზე მეტი მოთამაშე მუნდიალზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება