სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
18 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
2003 წლის შემდეგ პირველად სრულდება საჩოგბურთო სეზონი ისე, რომ 9-დან ვერცერთი მასტერსის ტურნირი დიდი სამეულის ჩოგბურთელებმა ვერ მოიგეს.
წელს იგივე მოხდა გრენდ სლემების შემთხვევაშიც - 2003 წლიდან მინიმუმ ერთი ჩოგბურთელი ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩის სამეულიდან ახერხებდა სულ ცოტა ერთი გრენდ სლემის მოგებას. ამ სეზონში კი გრენდ სლემები იანიკ სინერმა და კარლოს ალკარასმა გადაინაწილეს.
წლის ბოლო მასტერსზე, რომელზეც ნოვაკ ჯოკოვიჩი არც კი გამოვიდა, გამარჯვება გერმანელ ალექს ზვერევს დარჩა, რომელმაც ფინალში კორტების მასპინძელი უგო ჰუმბერტი დაამარცხა.
2024 წლის სეზონში კი, მასტერსის ტურნირებზე გამარჯვებულები ასე გადანაწილდა:
ინდიან უელსი - კარლოს ალკარასი
მაიამი - იანიკ სინერი
მონტე კარლო - სტეფანოს ციციპასი
მადრიდი - ანდრეი რუბლევი
რომი - ალექსანდრ ზვერევი
მონრეალი - ალექსეი პოპირინი
ცინცინატი - იანიკ სინერი
შანხაი - იანიკ სინერი
პარიზი - ალექსანდრ ზვერევი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები