ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ატლეტიკომ შინ აინტრახტი გაანადგურა.
მეტროპოლიტანოზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
დერბის მოგების გამო კარგ ხასიათზე მყოფმა ატლეტიკომ მეტოქე არ დაინდო და საკუთარ კედლებში ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო მეტოქისთვის 5 გოლის გატანა.
სადებიუტო გოლი ატლეტიკოს რიგებში ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, რომელმაც მატჩი სასტარტოდან დაიწყო.
გარდა ამისა, გოლით თავი რობინ ლე ნორმანმა, ანტუან გრიზმანმა, ჯოვანი სიმეონემ და ხულიან ალვარესმა გამოიჩინეს.
გოლის გარდა, ალვარესმა ამ შეხვედრაში 2 საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.
ატლეტიკომ პირველ ტურში ლივერპულთან მარცხის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 3 ქულაც დააგროვა.